|
2021-04-13 14:40:33, 723 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - იანვრის შემდეგ 1 000-ზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის 1 000-ზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესება და ჯანაცვის სექტორზე უკვე სერიოზული ზეწოლაა. „იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1 000-ზე მეტი შემთხვევა, შესაძლებელია ეს დაკავშირებულია, ზოგადად ორშაბათის სინდრომს ვეძახით, მაგრამ ეს ძალიან საყურადღებოა და საგანგაშო. რადგან ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება თანდათან და ასეთი ნახტომი არ ყოფილა, როცა ჩვენ დაახლოებით 24 საათის განმავლობაში იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი. თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება. ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზულია რომლის პროგნოზირებადი იყო, რომ გაუარესდებოდა, მაგრამ ჩვენ სულ ვცდილობთ რომ მოვუწოდოთ მოსახლეობას, ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი და მონიტორინგი იყოს, იმიტომ რომ არ გვინდა ისევ მოხდეს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ აქედან გამოსავალია 5 მთავარი ღონისძიების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენური წესები და დიდი ღონისძიებების აკრძალვა, თავის არიდება, განსაკუთრებით სუფრების, ქეიფების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)