|
2021-04-08 20:27:13, 704 ნახვა
კომენტარი
თაკო ჩარკვიანი - „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია
თაკო ჩარკვიანი - „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი და გიორგი ვაშაძის აზრები ერთმანეთს ემთხვევა და ბლოკიდან გასვლას ამ ეტაპზე არ აპირებს. „მე გიორგი ვაშაძისგან რა ინფორმაციაც მაქვს, ემთხვევა ჩვენი აზრი ერთმანეთს. გიორგი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ჩემთვისაც არ არის თვითმიზანი შესვლა-არშესვლა. აქ საუბარია, როგორ მოვახერხებთ რეფორმებს. მე წავალ, არ წავალ, თუ რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ, ამას მივიღებთ მე და გიორგი, რადგან ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი. შეიძლება, იყოს განსხვავებული მოსაზრებები, შეიძლება არ იყოს. ამას გავარკვევთ მე და გიორგი, ვერავინ სხვა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)