|
2021-04-07 22:37:11, 713 ნახვა
კომენტარი
EU - მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მაკროფინანსურ დახმარების მიღების პირობაა
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობაა“, - ამის შესახებ ევროკავშირი განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა ცვლილებები და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიიღო. „1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელშიც განხილულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. ევროკავშირმა მრავალჯერ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და არსებული წესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიაციტივას, რომ შეიცვალოს შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩო, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიიღო. ვწუხვართ, რომ საქართველოს ადრე უკვე ნაჩქარევი პროცესით აქვს განხორციელებული ამ კანონმდებლობაში ცვლილებები, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვის და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე. ამიტომ, ევროკავშირის დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიისგან შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაადასტურებს, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს. საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის პირობა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)