|
2021-04-05 20:58:50, 1190 ნახვა
კომენტარი
ვლადიმირ პოზნერი - მე საპატიო კახელი ვარ და საქართველოში, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ
„მე საპატიო კახელი ვარ და საქართველოში რა თქმა უნდა კიდევ ჩავალ“, - ამის შერსახებ რუსეთი პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველები, რომლებიც მის ჩასვლას აპროტესტებდნენ, ყურადღების ღირსი არ არიან. „როგორც მივხვდი, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა, რათა მოეწყო - არ ვიცი, ამას რა დავარქვა - შაბაშის მოსაწყობად. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის, ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ - დაერტყათ ჩვენი რესტორნის კედლებს, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ყვიროდნენ, უსტვენდნენ და ა.შ. და მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება - რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე. დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ არანაირი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - უპირობოდ. ისე კი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, – წერს ვლადიმირ პოზნერი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)