|
2021-03-30 12:29:37, 817 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარება უარესდება - დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსზე, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ, პირბადის ტარებისკენ და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. „ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ, ქვეყანაში უარესდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ყველა ის მაცვენებელი, რომელიც ეპიდვითარებას ახასიათებს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ, განსაკუთრებით დღეს, 673 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა 14 დღიანი გვაქვს 1,69%. რა თქმა უნდა, მაჩვენებლები და ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი, ვიდრე იანვარში. 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ბოლოს გვქონდა თებერვლის პირველ კვირაში და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა. თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი ყველა იმ ღონისძიებებზე, რაზეც ვსაუბრობთ; პირბადე, დისტანცია, თავშეყრებისგან თავის არიდება, კიდევ იგივეს ვიმეორებთ, რაც გავიმეორეთ აგვისტოში, რომ დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუულ ინფექციაზე, ამან შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს, გამეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)