21:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 12:26:23, 772 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „ფაიზერის“  ვაქცინით აცრის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დამატებული იქნება ვებ-გვერდები, სადაც მოქალაქეები 14 აპრილის ფარგლებში შეძლებენ ვაქცინაციაზე რეგისტრაციას.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაემატება საიტები და შესაბამისად, შემდეგი დღეების განმავლობაში მოქლაქეებს მიეცემათ საშულება, რომ დარეგისტრირდნენ 14 აპრილის ფარგლებში. დარეგისტრირებულია 14 097 ადამიანი, აქედან 10 000-ზე მეტი „ფაიზერზე“  განხორციელებული რეგისტრაციაა, ეს ხორციელდება თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამტელ ჰოსპიტალში, ბოკერიას კლინიკაში და კავკასიის ცენტრში, უბრალოდ დაემატება ამცრელთა ჯგუფები და გაიზრდება სამუშაო საათები, რის ხარჯზეც მოხდება დამატებითი მოცულობების და ჯავშვნების განხორციელება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics