|
2021-03-29 15:13:39, 597 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე გადის
ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი „ნამახვანი ჰესის" აშენებაზე გადის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი ჰესზე მიმდინარე სამუშაებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გაეცნო. მინისტრის განცხადებით, „ნამახვანი ჰესი" იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანია, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ნამახვანი ჰესის" აშენებასთან დაკავშირებული პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კერძოდ, იცით, რომ კაშხალი არ აშენდება მანამ, სანამ არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც შეეხებოდა უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას. იქმნება ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო და ისიც გააკონტროლებს, რომ ყველას ჩართულობა იყოს პროცესში. ამიტომ ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით. ხალხი თვითონ გადაწყვეტს, თუ რაში დაიხარჯება ის 5 მილიონი. რაც შეეხება კომპენსაციებს, კომპანიამ უკვე 34 მლნ ლარამდე კომპენსაცია გასცა 280 ადგილობრივ ოჯახზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)