|
2021-03-29 15:13:20, 711 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - „ენგურჰესის“ მსგავსი კაშხლიანი ჰიდროსადგურები იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს სამეზობლოზე იმპორტით
ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ენგურჰესზე" ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრი ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრის განცხადებით, რა თქმა უნდა, განვითარდება მცირე ენერგეტიკაც - ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ „ენგურჰესის" მსგავსი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები მთლიანობაში იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით. „ენგურჰესი" თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვეს. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგური, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. „ენგურჰესის" გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი დადგებოდა კითხვის ქვეშ. ეს არის ობიექტი, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. ჩვენ ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ. რა თქმა უნდა, მცირე ენერგეტიკაც, ქარის, მზე, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ ენგურის მსგავსი მსხვილი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები. მათ შორის, „ნამახვანი ჰესი", „ხუდონჰესი", „ნენსკრაჰესი". ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)