21:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 19:39:55, 1035 ნახვა

კომენტარი
ანგელა მერკელი - ბრიტანეთის საწარმოები ვაქცინის დოზებს ბრიტანეთისთვის ამზადებენ, ამიტომ აუცილებელია ევროპაში ვაქცინის წარმოების გაზრდა

„ბრიტანეთის საწარმოები ვაქცინის დოზებს ბრიტანეთისთვის ამზადებენ, ამიტომ აუცილებელია ევროპაში ვაქცინის წარმოების გაზრდა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის წარმოების გაზრდის აუცილებლობა ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესის ხარვეზებმაც აჩვენა.

„ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესში არსებულმა ხარვეზმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ევროპაში ვაქცინის წარმოების გაზრდა.

ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, რომ ბრიტანეთის საწარმოები ვაქცინის დოზებს ბრიტანეთისთვის ამზადებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები ექსპორტს არ ახორციელებს და ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რისი წარმოებაც ევროპაში მოხდება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics