|
2021-03-22 22:38:43, 837 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე გიორგი გახარიაზე - თუ მას ენდომება, რომ ოპოზიციაში ადგილი მოიპოვოს ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი
„თუ მას ენდომება, რომ ოპოზიციაში ადგილი მოიპოვოს ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გახარია ბევრი ადამიანისთვის განსხვავებულ კონტექსტში განიხილება. „არ არსებობს არც ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ამ ადამიანმა მოიყვანა. კონკრეტულად - „გახარია ივანიშვილის პროექტია“, „გახარია ცალკე პროექტია“, „გახარია დამოუკიდებელი პროექტია“ - ერთადერთი ეს ადამიანი არის რუსეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა რუსეთში. იმ შემთხვევაში, თუ მას ენდომება რომ რაღაცნაირად „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში მოიპოვოს ადგილი, ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მაგალითად: რა მოხდა 20 ივნისს, ვინ გასცა უშუალოდ ბრძანება, თუ თვითონ გასცა როგორ გასცა, ვინ იყო უშუალოდ შემსრულებლები, რატომ არ დაისაჯნენ ისინი, ვის დავალებას ასრულებდა თვითონ, ვინ მოკლა ია კერზაია, ვინ მოიტაცა აფგან მუხთარლი - ძალიან ბევრი კითხვაა. ბევრი ადამიანისთვის ის ამ კონტექსტში განიხილება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)