|
2021-03-22 13:12:50, 616 ნახვა
კომენტარი
დემოკრატიული სამყარო მიესალმება ახალ პარტიებს - ელისო ბოლქვაძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება
პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი, - ასე ეხმაურება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიული სამყარო მიესალმება ახალ პარტიებს. „ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არიან სხვადასხვა პარტიები. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ეს ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. მე პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)