|
2021-03-19 11:18:28, 586 ნახვა
კომენტარი
ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე - პაციენტის მდომარეობა შესაძლებელია, ნებისმიერ დროს დასრულდეს გულის გაჩერებით
ნებისმიერ დროს შესაძლებელია, დასრულდეს გულის გაჩერებით, - ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და ექიმებს კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ გააჩნიათ. „მინდა გითხრათ, რომ ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა გამოწვეულია ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ“, - განაცხადა ლევან რატიანმა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში, 27 წლის ექთანი COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)