|
2021-03-18 22:53:09, 519 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე: პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად Მძიმეა - შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელობანია
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად Მძიმეა - შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელობანია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პაციენტს ჩაუტარდება საჭირო კვლევები და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკაში შევა ცვლილება. „კონსილიუმს ესწრებოდა ყველა ექიმი, ასევე იყო ის ექიმიც ვინც პაციენტს გაუწია ადგილზე სამედიცინო დახმარება, ჩვენ მოვისმინეთ რა ქმედება იყო განხორციელებული პაციენტის მიმართ. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარება შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ამ ეტაპზე უტარდზე ყველა საჭირო კვლევა, რომელიც მისი მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად იქნება საჭირო. ექიმებმა მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილებები, კვლევების პასუხების შემდეგ თუ საჭირო გახდება შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები. შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს“ , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი რეაქცია, სავარაუდოდ კი ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. ექთანი რამდენიმე წუთის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)