|
2021-03-18 14:35:40, 370 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ საქართველოსა და ევროპის პორტებს შორის უფრო მეტი საბორნე მიმოსვლა ხორციელდებოდეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთხელ შეაჯამა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თანმხლები დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ნათია თურნავას თქმით, შეხვედრა მთლიანობაში იყო ძალიან ნაყოფიერი, რადგან განიხილეს მნიშვნელოვანი, რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის შავი ზღვის არეალში საბორნე მიმოსვლა საქართველოსა და ევროპას შორის. „პრაქტიკულად, ეს არის ჩვენი საგზაო რუკა სამომავლო პერიოდში, თუ რა მიმართულებით განვითარდება ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი ეკონომიკური პროექტები. საბჭოზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავ ზღვაზე კავშირურთიერთობების, ე.წ. „ქონექტივითის" თემას - ეს არის საბორნე მიმოსვლა ჩვენს პორტებსა და ევროპულ პორტებს, კერძოდ, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის პორტებს შორის" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ევროკავშირი არის საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი (სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 23-24 პროცენტი უკვე მოდის ევროკავშირზე), რაც საჭიროებს უფრო აქტიურ, რეგულარულ მიმოსვლას, პირველ რიგში კი, საბორნე მიმოსვლას. „ევროპელმა მეგობრებმა აღგვითქვეს მხარდაჭერა იმაში, რომ უფრო რეგულარული რეისები ხორციელდებოდეს და უფრო მეტი მიმოსვლა იყოს პორტებს შორის, რაც ნამდვილად გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)