|
2021-03-17 21:44:23, 576 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეული პოზიციები უკვე შეჯერებულია და მეტი კონკრეტიკა ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ იქნება
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეული პოზიციები უკვე შეჯერებულია და მეტი კონკრეტიკა ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ხვალ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. „საინტერესო დისკუსია შედგა დღეს, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რაღაცებზე პოზიციები უკვე იყო შეჯერებული, თუმცა გრძელდება სხვა საკითხების განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, შესვენებაც გვქონდა შუაში, ყველა საკითხი ვერ ამოვწურეთ, ხვალ გაგრძელდება განხილვა და ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დასრულდება პროცესი. ჩვენ გვქონდა ასევე დამატებითი შეხვედრები, გაგრძელდა ეს შეხვედრები, კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ხვალ წარმატებით დასრულდება. მეტი კონკრეტიკა იქნება სავარაუდოდ ხვალ, რადგან წინაზეც იყო ინფორმაცია, რომ ბატონი დანიელსონი მიდიოდა, მაგრამ მერე შეიცვალა, ახლა არ გავუსწრებ მოვლენებს, ანუ ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები. შევხედოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი, ხვალ დამატებით საკითხებზე ვისაუბრებთ, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)