23:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 21:38:41, 504 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით წავიდა, ხოლო ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა

„მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით წავიდა, ხოლო ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე შტურმი ოპოზიციის პოლიტიკურ პოზიციებს არ წაადგება.

„ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა. გახსოვთ, ბორელის განცხადებების შემდეგ და მოაყოლეს ამას მთელი შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, ეს არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, რომ ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics