00:52 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 15:35:11, 609 ნახვა

კომენტარი
ლევან იოსელიანი - ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა

„ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა“ - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

იოსელიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის შესახებაც და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოძიების ჩანაწერების მოპოვებაზე დაწყება მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა და რისთვისაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სრულიად სამართლიანად. ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და მედიაში შესაძლო შეჭრას, თუ შესვლას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყანაში კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო არა ჩანაწერების შინაარსზე, არამედ მის მოპოვებაზე. ეს მიუთითებს, რომ შინაარსზე გამოძიების დაწყების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics