|
2021-03-05 14:07:49, 439 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: 2020 წელს ყველა მეხანძრე-მაშველს ხელფასი გაეზარდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამართულ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან. მინისტრის თქმით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. „2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან მყვინთავების ხელფასი გაიზარდა 100%-ით. ხელფასი გაეზარდა ყველა მეხანძრე-მაშველს. გასულ წელს, სახანძრო-სამაშველო ძალების არსებობის ისტორიაში პირველად, დღიური კვების რაციონი განისაზღვრა და ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებას სამსახური უზრუნველყოფს. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, 2021 წელს პირველად მოხდა მეხანძრე-მაშველთა EN (იენ) სტანდარტის სახანძრო ფორმების შესყიდვა, ასევე, შესყიდულია მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიური ფორმები. მიმდინარე წელს დაგეგმილია სამთო-სამაშველო აღჭურვილობის განახლება და მყვინთავი-მაშველებისთვის თანამედროვე, უახლესი სტანდარტის აღჭურვილობის შეძენა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს ჯამში 1 270 000 დოლარის ღირებულების სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცემა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს ახალი შენობები აშენდა ბორჯომში , ჩხოროწყუსა და ანაკლიში. ახალი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მშენებლობა კი ხულოსა და კასპის მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)