|
2021-03-01 14:33:50, 468 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველომ „ფაიზერის“ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, სიმართლეს არ შეესაბამება
„ქართული მხარის მხრიდან „ფაიზერის“ მიმართებაში არ ყოფილა შეფერხება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა. როგორც ის ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია რომ ქართულმა მხარემ ვერ დააკმაყოფილა „ფაიზერის“ მიერ დაყენებული მოთხოვნების, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, განმარტებებთან დაკავშირებით, „კოვაქსის“ პლატფორმას უკვე მიმართეს. „2020 წლის 18 სექტემბერს, როდესაც შეიქმნა კოვაქსის პლატფორმა და საქართველო შეუერთდა ამ პლატფორმას 8 ოქტომბერს ქვეყანამ გადაიხადა 5 მილიონზე მეტი, რომ ვაქცინის გარანტირებული დოზა ჰქონოდა. ვაქცინის დანერგვაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყო. 2021 წლის 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი კოვაქსის პალატრფორმაზე მზაობის დასადასტურებლად, რომ მზადაა მიიღოს ნებისმიერი ცივი ჯაჭვის მოთხოვნის ვაქცინა. 28 იანვარს ქვეყანამ მიიღო დამადასტურებელი პასუხი, რომ გადაეცემა ფაიზერის 29 ათასი დოზა და გადაეცემა ასტრაზენეკას 180 ათასი დოზა. 28 იანვრის შემდეგ ქვეყანამ დაიწყო მუშაობა შესყიდვის პროცედურებზე, როდესაც ჩვენ ველოდით ფაიზერის ვაქცინის შემოსვლას ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებიდან შუალედური კომუნიკაციების შემდეგ კოვაქსმა გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ფაიზერის მიერ, რომელიც ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის არ უკავშირდება. დღეს არის პირველი მარტი. ჩვენ დღესაც ველოდებით ფაიზერისა და კოვაქსიდან სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე ზუსტად შევთანხმდებით იმაზე, რომ პირები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა მზაობა. ქართული მხარის მხრიდან „ფაიზერის“ მიმართებაში არ ყოფილა შეფერხება და როგორც კი მათი საბოლოო დასტური გვექნება, ქართული მხარი ამ ნაწილს დახურავს და ფინანსურ მხარეზე გადავა. გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ მივმართეთ კოვაქსს და განმარტება მოვითხოვეთ რადგან მათ წერილებში მიზეზად ეს არ ყოფილა მითითებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)