04:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 21:10:19, 683 ნახვა

კომენტარი
გიორგი ბარამიძე - თუ მათ უნდათ ვითარების განმუხტვა, მოხსნან ეს საკითხიც და დამთავრდება ამით ყველაფერი

„თუ მათ უნდათ ვითარების განმუხტვა, მოხსნან ეს საკითხიც და დამთავრდება ამით ყველაფერი“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გირაო უკვე გადახდილი აქვს.

 „თუ გვაქვს ესეთი ვითარება, რომ გაზრდილი გირაო გაუქმებულია და არის წინასწარი პატიმრობა, რომელზეც პროკურატურა იძახის, რომ არ მჭირდებაო. მორჩა, თუ არ სჭირდებათ, მოხსნან ეს პრობლემა, გირაო გადახდილი აქვს და დარჩება სწორედ სტატუს კვო.

თუ ეს არ არის პოლიტიკური ახირება, გათვლილი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე, რომ აჩვენონ, აი ჩვენ რა მაგრები ვართ, მაინც ხომ გავიტანეთ ჩვენი.

ამას უფრო გავს პროკურატურის მოქმედება გამომდინარე „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან, ვიდრე რაიმე სამართლებრივი მოქმედებას.

ამიტომ, თუ მათ უნდათ ვითარების განმუხტვა, უნდა გააკეთონ ის, რომ გაუქმებულია დამძიმებული გირაო და თუ, თვითონაც ამბობენ, რომ არ ესაჭიროებათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკა მელია საპყრობილეში, მოხსნან ეს საკითხიც და დამთავრდება ამით ყველაფერი.

გირაო აქვს გადახდილი ნიკა მელიას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics