05:49 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 11:07:03, 491 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შემდგომი შეზღუდვები ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე შემსუბუქდება

გვჭირდება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პირველი მთავრობის სხდომის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ აღნიშნულ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან გვჭირდება კარგი კოორდინაცია, დახმარება და მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და არ მივიღოტ გაუარესებული სიტუაცია, ამ საკითხს სჭირდება მოსახლეობის დახმარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ შემსუბუქების შემდგომი ღონისძიებები ეპიდვითარების გათვალისწინებით იქნება შემოღებული.

„მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, შემდგომ ნაბიჯებს შემსუბუქების მიმართულებით, ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ“, - დასძინა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics