|
2015-10-06 15:18:29, 668 ნახვა
სამართალი
ქუცნაშვილი მართლმსაჯულების ორმაგ სტანდარტზე: სასამართლოს განსასჯელია რატომ განასხვავა ერთი შემთხვევა მეორისგან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, სასამართლოს განსასჯელია თუ რატომ განასხვავა ერთი შემთხვევა მეორისგან. ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პარლამენტთან რამდენიმე დღის წინ ინცინდენტი მოხდა. იყო შეხლა-შემოხლა, რა დროსაც უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძეს „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა კოსტუმი შემოახიეს. საქმე სსკ-ის მ 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. აქციის მონაწილეებს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამაზე უფრო მძიმე ფაქტი ორი წლის წინ მოხდა. 2013 წლის 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სერგო რატიანსა და ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თაქთაქიშვილს ცხვირი გაუტეხეს. გამოძიება მაშინაც სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა სასამართლომ მაშინ ბრალდებულები 1000 და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტის მართლმსაჯულება, ამ კითხვით „ექსპრესნიუსმა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, იურისტ ზაქარია ქუცნაშვილს მიმართა. ქუცნაშვილის თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს გავს, თუმცა, აქვე, განმარტა, რომ ეს სასამართლოს შესაფასებელია და ის კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებს. „პირველი შემთხვევა არ იყო დაკავშირებული პარლამენტში საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მეორე შემთხვევაში როცა ადამიანი მიოდიოდა სამსახურში კარებში დახვდნენ და მის მიმართ პროტესტი გამოხატეს. ეს ამბები მთლად იდენტური არ არის. ერთია როცა აქციაზე ხდება, მეორეა როცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხდება ინცინდენტი. ეს ორი შემთხვევა რა თქმა უნდა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე უკვე სასამართლოს განსასჯელია რატომ განასხვავა ეს შინაარსი იმ შინაარსისგან. ეს არის უკვე სასამართლოს კომპეტენცია. ეს სცილდება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი განშტოების სფეროებს. ეს არის სასამართლოს შესაფასებელი პირველ და მეორე შემთხვევაში რა მოტივაციით მოქმედებდა“,- განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)