17:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 13:40:34, 465 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევები „შემთხვევითობას არ ჰგავს“

რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევები „შემთხვევითობას არ ჰგავს“ და სრულიად მიუღებელია.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს თურქეთის საჰაერო სივრცის დაღვევის გამო არანაირი რეალური განმარტებები არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის საგარეო უწყებამ დღეს რუსეთის ელჩი ახსნა–განმარტებისთვის განმეორებით დაიბარა.

შეგახსენებთ, რომ სირიაში მონაწილე სამხედრო ოპერაციის რუსულმა გამანადგურებლებმა თურქეთის საჰაერო სივრცე უკვე მეორედ დაარღვიეს. რუსეთს ამაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics