12:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 20:46:22, 547 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, რადგან შესაძლოა კვლავ შემთხვევების ზრდისკენ დაგვაბრუნოს

„ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, რადგან შესაძლოა კვლავ შემთხვევების ზრდისკენ დაგვაბრუნოს“, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ შენარჩუნებული რეგულაციები.

„იანვარ-თებერვალში, განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისა, ყოველდღიურ ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს.

დღეს შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 500-სა და 1000-ს შორის.

გაფართოებულია ტესტირება, საშუალოდ ტარდება 16 000-იდან 18 000-მდე ტესტი. იყო დღეები, როცა 20 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა დღის განმავლობაში.

მდგომარეობა ეპიდსიტუაციისა სტაბილიზდება. ამიტომაც, თანდათანობით შეზღუდვების შემსუბუქება მიმდინარეობს.

ქვეყანაში რჩება კვლავ ღამის კარანტინის საკითხი და ყველამ უნდა დავიცვათ ის. ასევე რჩება რიგი შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია დავიცვათ, რადგან ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, იმიტომ რომ ამან შეიძლება ისევ დაგვაბრუნოს შემთხვევების ზრდისკენ.

რაც არ არის სასურველი. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics