|
2015-10-05 12:21:04, 750 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 80 მილიონ ლარს გადააჭარბა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 118 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. სააგენტოს ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 80 მილიონ ლარს გადააჭარბა. „4 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 4 346 ტ, რაც მიუთითებს, რომ ყურძნის გადამუშავება კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. რთველში მალე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ჩაერთვება. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 62 ათასი ტონა, საფერავი - 41,2 ათასი ტონა, ასევე 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,3 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,3 ათასი ტონა, თელავი - 27,5 ათასი ტონა, ყვარელი - 21,2 ათასი ტონა, საგარეჯო - 8,1 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,7 ათასი ტონა, ახმეტა - 4,1 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)