14:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 18:37:54, 603 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ყოფნის მიზეზები განმარტა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში იმყოფებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის უეფას ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი სურკისს შეხვდა, რომელთანაც მოგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

„მე შევხვდი უეფას ვიცე პრეზიდენტს იგორი სუტკინს, წლებია მეგობრობული ურთიერთობა გვაკავშირებს“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის უკვე ყოფილი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავებას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ადამიანი ვინც აშავებს, მისი სტატუსის მიუხედავად სამართალდამცავებმა უნდა დააკავონ.

„დაკავებაზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ადამიანი ვინც აშავებს, ნარკოტიკებს მოიხმარს, ის სამართალდამცავებმა უნდა დააკავონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ არის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი, სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება რომ დააკავონ. ისინი მოიქცნენ კანონის ფარგლებში და კანონის ფარგლებშივე იქნა გათავისუფლებული“,- განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics