|
2015-10-01 10:33:00, 742 ნახვა
სამართალი
შსს-მ თურქეთის და სომხეთის მოქალაქეებს ბრალი წაუყენა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე თურქეთის და სომხეთის მოქალაქეებს ბრალი წაუყენა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლისა და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული ბარის ა. და 1981 წელს დაბადებული ზეკი ა, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული არმინე დ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა კომპიუტერული მოწყობილობები ე.წ. სიმ-ბოქსები შეიძინეს, რომლებიც თბილისსა და მარნეულში, დროებით საცხოვრებელ ბინებში განათავსეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ-ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები შპს „მობიტელის“ სიმ-ბარათებს ათავსებდნენ. სიმ-ბარათების მეშვეობით, ინტერნეტ-ტრაფიკით მიღებული ზარები საბოლოო ობიექტთან როგორც ლოკალური ზარი, ისე შედიოდა. ე.წ. სიმ-ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. სიმ-ბოქსში იყო მოთავსებული და არა ზარის წამომწყების ნომერს. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად, გაცილებით ნაკლებს - ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხას იღებდა. ჩადენილი ქმედებით ბრალდებულებმა შპს „მობიტელს“ ჯამში 11 620 ლარის მატერიალური ზარალი მიაყენეს. სამართალდამცველებმა, თბილისში - თურქეთის ორი მოქალაქის, ხოლო მარნეულში - სომხეთის მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ-ბოქსები, შპს „მობიტელის“ კუთვნილი, დიდი რაოდენობით სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)