|
2020-12-26 01:30:08, 1084 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედროებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდების მიზნით, შპს „დელტა ტექსტილი“ დაფუძნდა
„ჩვენ შპს „დელტა ტექსტილი“ ხარჯების, ეკონომიისა და სამხედროებისათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდების მიზნით დავაფუძნეთ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, შპს „დელტა ტექსტილი“ თანამედროვე სამკერვალო დანადგარებით უზრუნველყოფს ქართული ჯარისთვის ყველა სახის სანივთე ქონების წარმოებას. სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება. აღნიშნული პროექტი უწყებას საშუალებას მისცემს, ხარჯების ეკონომიით მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჯარისკაცებისთვის, ასევე, გააძლიეროს ქართული ეკონომიკა და შექმნას სამუშაო ადგილები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)