|
2020-12-23 15:15:12, 750 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი - ავთანდილ ენუქიძე წლების მანძილზე ჩვენი შემომწირველია, თავის ქმედებაში თავისუფალია
მე და პარტიას არ გვაქვს, რომ ჩავერიოთ ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაში, - ასე ეხმაურება, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე. მისი თქმით, ენუქიძე წლების მანძილზე „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველი იყო და თავის ქმედებაში თავისუფალია. „ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში ანუ პარტიის მე-10 მოწვევის შემადგენელი არ შედის პარლამენტში. ყველა პარტიაში არის ბიზნეს შემადგენელი. ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი მხარდამჭერი. ის არის ჩვენი პარტიის შემომწირველი და აფინანსებდა არჩევნებს. შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია, თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება, როგორც დღეს მოვისმინე, მიღებული აქვს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)