|
2020-12-23 13:23:53, 455 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე : საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა
„COVID-19-ის მართვა ვერ იქნებოდა ეფექტური, რომ არა ფინანსური რესურსების მობილიზება და სწორად განკარგვა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა უშუალოდ COVID-19-ის მართვის ფინანსური მექანიზმი, რომლის ფარგლებში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, Covid-19-ის მართვის ბიუჯეტი-236 440 000 ლარია. „საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა.Covid-19-ის მართვის ბიუჯეტი-236 440 000 ლარი, ითვალისწინებს არამხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ პაციენტზე დანახარჯი მსუბუქი პაციენტების შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1 200ლარს, ხოლო მძიმე პაციენტების შემთხვევაში 3000 ლარს და მეტს. ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება. ჩვენ კი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არსებული პასუხისმგებლობის გარდა გვაქვს სხვა პასუხისმგებლობაც, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება. ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ საწოლების გეგმაზომიერი მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და რეალურ საჭიროებასთან თანმიმდევრული ვყოფილიყავით“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)