|
2020-12-23 12:52:22, 465 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 20 დეკემბრის მონაცემებით 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 20 დეკემბრის მონაცემებით 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული. მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. „ჩვენ მუდმივად გვესმოდა გარკვეული უკმაყოფილება, ტესტირების მასშტაბთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, სადაც დეტალურად არის გაწერილი გავრცელების რომელ ეტაპზე, რა მოცულობის ტესტირება არის ჩასატარებელი. შესაბამისად, გავრცელების მატებასთან ერთად ჩვენ გეგმაზომიერად გავაფართოვეთ ტესტირება და დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პჯდ ცენტრში. 20 დეკემბრის მონაცემებით ჩატარებულია 1 800 000-ზე მეტი ტესტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)