|
2020-12-22 19:10:08, 539 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - დავით-გარეჯის საქმეზე სააკაშვილის მთავრობამ საშიში გადაწყვეტილება მიიღო
„დავით-გარეჯის საქმეზე სააკაშვილის მთავრობამ საშიში გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც უნდა ეხემძღვანელა ორივე ქვეყანას. „ორ ქვეყანას შორის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება 1996 წელს, ერთადერთი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა და საზღვრის საკითხებს გადაწყვეტდა იყო 1938 წლის დოკუმენტი, შეთანხმება და რუკა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ იხელმძღვანელებდნენ მხოლოდ 1938 წლის რუკით. სამწუხაროთ წლების შემდეგ, წინა მთავრობამ, სააკაშვილის მთავრობამ მიიღო საშიში გადაწყვეტილება, ზუსტად ეს აქვს დასადგენი პროკურატურას. ეს გადაწყვეტილებები განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას. ხსენებული რუკის მიხედვით, დავით-გარეჯი სრულად არის ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა, ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს, რადგანაც ეს იყო პირდაპირ ჩემი მოვალეობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)