|
2020-12-21 23:24:54, 537 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი : ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ - დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, მანამ ვატაროთ არჩევნები
„ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ - დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, მანამ ვატაროთ არჩევნები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით გამარჯვებული პარტია არის ლეგიტიმური ხელისუფლება. „სამართლებრივი თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით, ყველა შემთხვევაში ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ამ ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს სამშვიდობოზე გასვლა. არის მეორე გზა, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები: დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს არჩევნებში, იქამდე ვატაროთ არჩევნები, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რომელიც გამოვლინდა ბოლო პერიოდში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც არწმუნებდა საზოგადოებას ოპონენტთა დიდი ჯგუფი, თითქოს არჩევნები იქნა გაყალბებული. აი, ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხდა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)