|
2020-12-21 20:27:48, 462 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შემოსულიყვნენ
„ქართულმა ოცნებამ" მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ოპონენტები, ამ შემთხვევაში, ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარი კონსენსუსის მიმართ მიუღებლობაა. „ქართულმა ოცნებამ", ასევე, მედიატორებმა, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ცდა არ დააკლეს, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში. მიუხედავად ამისა, არ არსებობდა კონსტრუქციულობის ნიშან-წყალი ოპოზიციის მხრიდან, იმ დროს, როდესაც არა მარტო მმართველი ძალა, არამედ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობა, მოუწოდებს ოპოზიციას შევიდეს პარლამენტში, ასევე ერთხმად, პრაქტიკულად ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღიარებს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ეჭვქვეშ არ დგას პარლამენტის ლეგიტიმაცია, ოპოზიციას არ მოსწონს შედეგები და მათი მხრიდან არის მხოლოდ ობსტრუქცია და მიუღებლობა ყოველგვარი კონსენსუსის. ამ დროს რა არის რეპრესია? „არ შემოვდივარ პარლამენტში, მაგრამ ფული მომეცი" და თუ ფულს არ მაძლევ, ეს რეპრესიაა?" - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)