|
2020-12-21 14:16:34, 485 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ღია ცის ქვეშ არავინ დაუტოვებიათ
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ღია ცის ქვეშ არავინ დაუტოვებიათ. როგორც მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მათი დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია. „ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ქალაქ თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედია საშუალება, აქედან გამომდინარე საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ, რომელსაც უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს. ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია მათ შორის 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც აფრიკის დასახლებაში მიტაცებულ მიწაზე აქვთ აშენებული უკანონო ნაგებობა. მოკვლეული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, რომ სულ ახლახანს სახელმწიფომ მათ გადასცა სამოთახიანი ბინა ქალაქ ზუგდიდში. ამის შესახებ სრულ ინფორმაციას დევნილთა ეკომიგრანტთა საარსებო უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი გაგაცნობთ“, - განაცხადეს მუნიციპალურ ინსპექციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)