|
2020-12-19 13:43:45, 761 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციად რჩება მკაცრი შეზღუდვები
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობას აქვს დარჩენილი ორი დღე, რათა იმსჯელოს, რა სახის შეზღუდვები იქნება დაწესებული 24 დეკემბრიდან. „ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, ასევე ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმაზე, რომ არის ძალიან მკაცრი შეზღუდვები. ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია იმ სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს და შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმის ბეკეტი, რომ მივუბრუნდეთ ყველაზე მკაცრს შეზღუდვებს. ჩვენ გვაქვს ორი დღე, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)