|
2020-12-18 12:08:48, 595 ნახვა
კომენტარი
გომელაური - შსს წარმატებით აგრძელებს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას
შს მინისტრის, ვახტამგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით აგრძელებს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მისი თქმით, როგორც ნატოს საიმედო პარტნიორი, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. „ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით გაღრმავდა თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX). 2020 წლის 16 სექტემბერს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციით, დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით. სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)