|
2020-12-17 12:51:12, 603 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო ბიზნესთან არანაირი ცუდი ურთიერთობა არ მაქვს
არანაირი ცუდი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო ბიზნესში, ასევე სხვაგანაც, იმ გარკვეული წესების დაცვა, რომელიც გადის ადამიანის ჯანმრთელობაზე. „ჩემი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან გარკვეულწილად არის მედიის შექმნილი, არანაირი ცუდი ურთიერთობა მე სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სამედიცინო ბიზნესში, სხვაგანაც, იმ გარკვეული წესების დაცვა, რომელიც გადის ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სადაც დაცულია წესები, ნორმები და კანონი, მე არ მაქვს იქ არანაირი პრობლემა, არც კომუნიკაციის და არც სხვა კუთხით. თქვენ იცით ჩემი პირდაპირობა და როდესაც გახდება გასაჯაროების საჭიროება, ასევე მტკიცებით ფორმაში სასაუბრო, მე ამას აუცილებლად მოგახსენებთ. დღესდღეობით მეტი სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)