|
2020-12-16 22:11:30, 600 ნახვა
კომენტარი
პროკურორი - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად დასრულებულია
„თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად დასრულებულია“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშილის საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგად რომელიმე სუბიექტის დანაშაულის ჩადენა არ დგინდება. „საქმეზე ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ჩვენგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, იქნება ყველა მტკიცებულება და ექსპერტიზის დასკვნა განხილული, რაც ამ საქმეშია. კონკრეტულად რაზეც საქმე ძიებაშია, ვგულისხმობ, თვითმკვლელობამდე მიყვანას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას - ამ მოცემულობით, რომელიმე სუბიექტის დანაშაულის ჩადენა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში არ დგინდება. ყველა ის ვერსია, რაც ოჯახისგან მოდიოდა და რაც გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა, ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, ოჯახს გამოძიებასთან რა კითხვებიც ჰქონდა, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. ერთია, ჩვენგან პასუხის მიღება და მეორეა, რამდენად გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას, თუმცა, თუ დეტალურად შეძლებენ და ამ საქმის მასალებს გაეცნობიან, ფრაგმენტულ ინფორმაციას არ მიიღებენ რასაც დამცველი ადვოკატები აწვდიან, დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა დოკუმენტის შინაარსს გაიზიარებენ, რაც გამოძიების შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ“, - განაცხადა პროკურომა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)