21:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 21:34:44, 680 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში რომ ვყოფილიყავი „ენმ“ მინიმუმ 50%-ს აიღებდა

„საქართველოში რომ ვყოფილიყავი „ენმ“ მინიმუმ 50%-ს აიღებდა“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიამ იმ პირობებში, რომელიც მათ წინააღდეგ იყო ამომრჩევლის ნდობა მაინც მოიპოვა.

„მე ძალიან ვამაყობ ნაციონალური მოძრაობით. ნაციონალურმა მოძრაობამ არამხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა, ნაციონალურმა მოძრაობამ იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველა რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით აიღო 35%-ზე მეტი, პარტიამ აიღო პრაქტიკულად ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების.

მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში ნაციონალური მოძრაობა აიღებდა მინიმუმ 50%-ს - ეს ყველამ იცის ძალიან კარგად და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics