|
2020-12-16 17:08:11, 540 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - მოვუწოდებთ ოპოზიციას, შემობრძანდნენ პარლამენტში და ჩაერთონ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში
მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ პარლამენტში, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის განხილვის პროცესებში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არაძალადობრივ ქმედებებს შეეხება. „ამნისტია ეს არის ჰუმანური აქტი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ქმედებებთან მინართებაში, რომ მოხდეს კონკრეტულ ქმედებებზე ამნისტირება. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პირებს შეიძლება მოეხსნათ პასუხისმგებლობა კონკრეტული ქმედებებისთვის, შეუმსუბუქდეთ სასჯელი, ან გააუმქმდეთ სასჯელი. ეს ამნისტია არის ჰუმანური აქტი, რომელსაც ცივილიზებული და ჰუმანური ქვეყნები მიმართავენ, ამ ამნისტიის ძირითადი პირინციპები ეფუძნება იმას, რომ ეს ვრცელდება არაძალდობრივ ქმედებებზე. მისი მიზანია შეიმსუბუქოს ადამიანებს შესაბამისი ქმედებების საშიშროების გათვალისწინებით მათი უფლებრივი მდგომარეობა. ეს არ შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, ისეთი კატეგორიის დანაშაულებს, რომლებიც არის მომეტებული საზოგადოებისათის საშიშროების მქონე, არ შეეხება არც ოჯახურ დანაშაულებს და არც მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და საზოგადოებისათვის საშიშრეების შემცველ დანაშაულებებს, არამედ შეეხება არაძალადობრივ ქმედებებს შეეხება. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ ჯგუფებს, შემობრძანდნენ პარლამენტში, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთონ უშუალოდ ამ ამნისტიის განხილვის პროცესებში. თუკი ექნებათ უფრო საინტერესო შემოთავაზება, კარი ღიაა, მობრძანდნენ და დააფიქსირონ. ოპოზოციას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილობა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხში. ჩვენ დავარეგისტრირეთ ქვეყნის სტარეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, თუ ისინი ნამდვილად პროდასავლელები არიან და ჩვენი ქვეყნის განვითარება სურთ, მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ წვილი ამ დოკუმენტის საბოლოოდ დადგენილებად ქცევაში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)