|
2020-12-16 12:33:27, 505 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - კალაძეს სამართლიანობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანები აკრიტიკებდნენ, თავად კი, დეზინფორმაციას ავრცელებდნენ
„ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე კალაძის კრიტიკა, რომლებმაც რადიკალურად განწყობილ, პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ათასობით ოჯახს, ბინები და სახლები სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში. „ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი რადიკალურად განწყობილ, პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე (“ოლიმპიური ვარსკვლავი” 500 ოჯახი; “სვეტი” 2500 ოჯახი), რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული, ხოლო მესაკუთრეები ბინების გარეშე უიმედოდ იყვნენ დარჩენილი. მშვენივრად იცოდნენ თბილისის მერის საქველმოქმედო ფონდის შესახებ, რომლითაც ათასობით სწორედ ისეთ შეჭირვებულ ადამიანს ეხმარება, ვის სურათსაც გუშინ, არგუმენტად იშველიებდნენ. მშვენივრად იცოდნენ, რომ ქალაქის ქაოტური და თვითნებური განაშენიანება საბოლოოდ დაასამარებს თბილისის პერსპექტივას და ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ათასობით ოჯახს, ბინები და სახლები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში“, - წერს თალაკვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)