|
2020-12-15 23:16:23, 495 ნახვა
კომენტარი
ჩარკვიანი - ოპოზიციური პარტიების შეკრებებზე „მოქალაქეების“ გარიცხვა არ გაჟღერებულა
„ოპოზიციური პარტიების შეკრებებზე „მოქალაქეების“ გარიცხვა არ გაჟღერებულა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება ოპოზიციაში არის პრეტენზიები, თუმცა რომელიმე პარტიის გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა. „ჩატში ჩვენ ერთად ვართ, „ლელოს“ შეკრებებზეც ვარ ხოლმე - არსად არ გაჟღერებულა „მოქალაქეების“ გარიცხვა. ის რომ პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას იმ ლანძღვაზე, რაც ოპოზიციამ მიიღო, ეს სხვა თემაა, მაგრამ მე გარიცხვის შესახებ არაფერი მსმენია ლანძღვაა, როდესაც ერთ ოპოზიციურ პარტიას აკადრებ და ეტყვი, რომ შენ გიგა ბოკერია გაკეთებინებსო, ამაზე დიდი შეურაცხყოფა პოლიტიკაში არც კი არსებობს. რას ნიშნავს „გვაკეთებინებს“ - რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხული გამონათქვამია. შეიძლება ამის გამო შენიშვნა მისცეს, მაგრამ გარიცხვის შესახებ არაფერი მსმენია. ზოგადად, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ყველა, იკრიბება, მსგავსი რამ არ მომხდარა, შემიძლია დავიმოწმო აქ მსხდომი ოპოზიციონერები”, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)