|
2020-12-15 22:44:20, 480 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - სიღარიბე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ მასწავლეს, რომ არ უნდა მოვიპარო და სხვისი არ უნდა მივიტაცო
„სიღარიბე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ მასწავლეს, რომ არ უნდა მოვიპარო და სხვისი არ უნდა მივიტაცო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შენობები არ იყო დასრულებული და ამიტომ სწორ დროს დაიწყო დემონტაჟი. „ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა, ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, სიღარიბის პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში არასდროს სხვა წარმატებული ადამიანისთვის ცუდი თვალით არ შემეხედა, არ უნდა შემეხარბოს მისი. არასდროს არ უნდა მოვიპარო და არასდროს არ უნდა დავიტაცო, შესაბამისად ეს კონკრეტული შემთხვევები. ეს ხო ჩემი არ არის, ეს არის ქვეყნის მიწები, თითოეული თქვეგანის ქონებაა. როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს დიახ ეს იყო სწორი დრო, ეს შენობა ნაგებობები არ იყო დასრულებული და ამ შენობებში არ ცხოვრობდნენ ადამიანები“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)