|
2020-12-15 22:10:26, 450 ნახვა
კომენტარი
მერაბ სეფაშვილი - დამოკიდებულებები არ არის სწორი, ადამიანს, როგორც პირუტყვს არ უნდა მოექცე
„დამოკიდებულებები არ არის სწორი, ადამიანს, როგორც პირუტყვს არ უნდა მოექცე“, - ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, პანდემიის პერიოდში გაგებით ეკიდება ნებისმიერ სიტუაციას, თუმცა გამოსავალი მაინც არ ჩანს. „30 წელია ვაშენებთ და არ ვიცით რას ვაშენებთ. ჩვენ უნდა გავიაზროთ სად გვინდა წავიდეთ, მარტო საუბრით არ კეთდება საქმე. ჩვენი, ჟურნალისტები, პოლიტიკოსების საუბრით არაფერი არ გამოვა, არც გამოდიოდა და არც გამოვა. ყველას გვიმოგზაურია და ასეთი მდგომარეობა მე პირადად არსად მინახავს. მე მესმის ბევრი რამ, პანდემია არის, გაჩერდა სამსახურები და ყველაფერი, მესმის ეს, ამას შეგნებით ვუყურებთ, მაგრამ გამოსავალი რა არის? გეგმას მე ვერ ვდებ, თქვენ ვერ დებთ და ეს გეგმა არ ჩანს. მოვითმინოთ და ვიყოთ ასე? სადამდე? რამდენად კანონიერია ის სახლი მე არ ვიცი, მაგრამ როგორც პირუტყვს ისე არ უნდა მოექცე ადამიანს. ესეთი რაღაცები სულ იყო, მაგრამ დამოკიდებულება არ არის სწორი“, - განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)