22:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 12:45:20, 609 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, კოვიდ19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები 3 კვირის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდსიტუაციის მიმდინარეობას და ამის მიხედვით მიიღბენ გადაწყვეტილებებს.

„ნებისმიერი მობილობის გაზრდა რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ინფიცირების მაცვენებლის გაზრდას, ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავაკვირდეთ 3 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის მიმდინარეობას და იმის მიხედვით უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, თუ გაგვიუარესდა უნდა გამკაცრდეს, თუ დავიცავთ ყველაფერს და თუ ციფრები შემცირებისკენ წავიდეს, მაშინ შეიძლება მსჯელობა გარკვეულ შემსუბუქებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics