|
2020-12-04 11:56:41, 832 ნახვა
სამხედრო
31-ე ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე
საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებთან ურთიერთშერწყმისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწის მიზნით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური 2-კვირიანი საველე სწავლება ჩაატარა. სწავლებას დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია დაესწრო. საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლების სცენარის მიხედვით, 31-ე ბატალიონმა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელა და ობიექტი დაიპყრო, რათა მოწინააღმდეგის მხრიდან ძირითადი ძალების მისაღებად პლაცდარმის მომზადება არ დაეშვა. ამოცანის შესასრულებლად კი, ქვედანაყოფმა მხარდამჭერ ძალებთან ერთად შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკური გადაადგილება განახორციელა, დაიკავა თავმოყრის რაიონი და გაანადგურა პირობითი მოწინააღმდეგე. ორკვირიან სწავლებაში III ქვეითი ბრიგადის 139 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 31-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური სწავლება III ქვეითი ბრიგადის საინჟინრო, დაზვერვის ასეულის სნაიპერთა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულის სამხედროებთან ერთად ჩაატარა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)