|
2020-11-19 10:40:02, 628 ნახვა
კომენტარი
მჭედლიშვილი ელისაშვილს - რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა?
შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა? - ასე ეხმაურება სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ღარიბაშვილი ჯარისკაცებისთვის სამარშრუტო ტაქსებს და ფეხსაცმელებს ყიდულობს. „ყოვლისმცოდნე ელისაშვილი ისევ იმას ლაპარაკობს ნეგატიურ კონტექსტში, ღარიბაშვილი ჯარისკაცებისთვის სამარშრუტო ტაქსებს და ფეხსაცმელებს ყიდულობსო... ჯერ ერთი ის უნდა გესმოდეს რომ ჯარისკაცებს კომფორტული ფეხსაცმელიც სჭირდებათ და კომფორტული გადაადგილების საშუალებაც. და კი ფორმებიც ახალი აქვთ ჯარისკაცებს, ფეხსაცმელებიც, საკვებიც საუკეთესო, დაზღვევაც, გადაადგილების საშუალებებიც კომფორტული... შეიარაღებას რაც შეეხება, რაც წლებია არ გაკეთებულა წელს გაკეთდა, საჰაერო თავდაცვა, ავიაციის აღდგენა, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, ახალი პარტია ჯაველინები, მთელ ჯარს ახალი M4-ები, დელტას წარმოებული 40 ერთეული საბრძოლო მანქანა რომელიც ჯარს გადაეცა, ათასობით ჭურვი, ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ასე შემდეგ... და ყველაფერი ექნება ჯარს, რაც სჭირდება და არასოდეს არ ქონია! მეორე, წინ რო ადამიანი გიზის, რომლის პოლიტიკურმა პარტნიორმა და დამფინანსებელმა ჯარი გააღატაკა და გაძარცვა და შენ ამ აბსოლუტურად სულელური ჭორაობისთვის გცალია, იმის ნაცვლად რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში წინ ვინც გიზის იმას გაეჯგიმო და პასუხი მოსთხოვო და არა ეკრანიდან "ივაჟკაცო", გეტყობა როგორც გადარდებს რეალურად ჯარის მდგომარეობა. პრინციპში, კაცს ბარამიძე რო ხმას გაგაწყვეტინებს პირდაპირ ეთერში, რა უნდა მოგთხოვო, მაგრამ მაინც.. და მესამე, არ მგონია არ იცნობდე მოქმედი ჯარისკაცებიდან რამდენიმე კაცს მაინც, ხოდა კითხე შენს სულელურ ბოდვაზე რას ფიქრობენ და რას გიპასუხებენ, არ გამოგვაპარო, ეთერიდან გვამცნე. პ.ს და შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა?“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)