09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 12:26:39, 645 ნახვა

რეგიონი
73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, გია კიკაბიძემ განუცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები, კიკაბიძე აცხადებს, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონიათ.

„შემოსული იყო ჩვენს კლინიკაში, იმყოფებოდა თერაპიულ ნაწილში. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, დადგენილი ჰქონდა კორონავირუსი და იყო ჩვენი თანამშრომლის მამა. გუშინ შევიდა ექთანი, გაუკეთა მედიკამენტი, ისადილა და შემდეგ მოხდა ეს შემთხვევა. მიზეზი უცნობია და ფაქტს დამნახავი არ ჰყავს. ფსიქიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ გვქონია. პაციენტი იყო ჩვეულებრივად, კონტაქტური და ადეკვატური“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics