04:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 14:49:33, 501 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - თურმე, 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ მოქალაქეს შუეყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება

თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შუეყვარდა  ბიულეტენების სახლში წაღება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური მონაცემებითაც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ დრამატულადაა გაზრდილი გაყალბების მასშტაბი წინა არჩევნებთან შედარებით.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო მანიპულაციების ეფექტი საბოლოო შედეგებზე 10%-ია, რაც მათ მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სრულიად ლეგიტიმურს ხდის.

„მე პატივს ვცემ მათ აზრს, ოღონდ ჩვენი პირველადი შეფასებით და ცესკოს ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს, რომ მოულოდნელად, თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შუეყვარდა  ბიულეტენების სახლში წაღება. ყოველთვის პრობლემატური არჩევნები გვქონდა, თუმცა უცებ დრამატულად გაიზარდა დაუბალანსებელი ოქმები, უბნები, სადაც მეტი ბიულეტენი იყო, ვიდრე ამომრჩეველი.

ძალიან მკაფიო სურათია, ამიტომ, თუ ვინმეს აქვს იდეები, როგორ უნდა მოხდეს კალიბრაცია იმის, თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა ამას და ჩვენი ვარაუდის შედეგად, დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია ეს ეფექტი, ამაში ვგულისხმობ კარუსელებს, ჩაყრას ბიულეტენების და მანიპულაციებს და თუ რომელიმე სამოქალაქო ჯგუფს აქვს იდეა, როგორ შეიძლება ამის კალიბრაცია მოხდეს, გვითხრან.

მე არ მომისმენია არცერთი იდეა, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა. ეს კრიზისი შექმნა ივანიშვილმა და ჩვენთვის აქედან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია და ვინმეს სხვა ტიპის იდეა თუ აქვს, რომელიც ამ უმძიმეს პრობლემას გაანეიტრალებს, რაც ივანიშვილმა შექმნა, მოვისმენთ, ოღონდ ჯერ არ მომისმენია“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics